logo
ENG



"ერთად ვიშიმშილოთ" - სააკაშვილი ზურაბიშვილს ციხეში ელოდება

17 მარ 202212:41
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მე-12 დაწესებულებაში ელოდება და ერთად შიმშილობას სთავაზობს.

სააკაშვილმა პროცესზე თქვა, რომ მას საზღვრის გადმოკვეთას ედავებიან, ზურაბიშვილს - გადაკვეთას.

"მე მინდა, ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი, მას ედავებიან, თუ რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ 1-2 ასეთი წასცდა... მე რამდენადაც ვიცი, ირანული ჭაღები იყიდა სასახლისთვის, ერთი მუხლი ეგ აქვს მირტყმული 11-წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი", - თქვა სააკაშვილმა.


close დახურვა